“Zebra Technologies” Mobility DNA სწავლება!

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”, თბილისი.

23-24/06/ 2022

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია

Days
Hours
Minutes
Seconds

„ზებრა ტექნოლოჯი“-ს პრემიერ ბიზნეს პარტნიორი საქართველოში, შპს „ციფრული ტექნოლოგიები“, მწარმოებლის მხარდაჭერით და მისი უშუალო მონაწილეობით ატარებს ზებრას მართვის, პროგრამირების და მონიტორინგის ხელსაწყოების (Zebra Mobility DNA) სწავლებას.

სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მწარმოებლის ხელსაწყოების ერთობლიობას, (ზებრას დეენემ ხელსაწყოები) რომლებიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეფექტურად და მარტივად მართოს ზებრას სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა.

სწავლებას ჩაატარებს ზებრა ტექნოლოჯის გაყიდვების უფროსი ინჟინერი, ჩენგიზ დულუნაი.

ღონისძიება ჩატარდება ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, 2022 წლის 23 და 24 ივნისს.

სწავლების მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს  პარკის მართვის, ახალი პროგრამების დანერგვის, განახლების, კონფიგურირების და მონიტორინგის პროცესში დაზოგოს ადამიანური და ფინანსური რესურსები.

სწავლება განკუთვნილია სამრეწველო ბიზნეს სექტორის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის და იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც  უშუალოდ ახორციელებენ მოწყობილობის ინტეგრაციას, მხარდაჭერასა და მომსახურებას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 ივნისი

დეტალურ დღის განრიგს მიიღებთ რეგისტრაცის შემდეგ ელ-ფოსტის საშუალებით. 



დარეგისტრირდი